ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, 27 მაისს, შეხვდა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, პროექტ ინტერფრეიმის ხელმძღვანელს, პროფესორ ბაიბა რივზას. შეხვედრაში მონაწილეობდა პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს.